Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთმა რუსეთისგან გაძევებული დიპლომატების დაბრუნება მოითხოვა


რუსეთის ელჩი ჩეხეთში, ალექსანდ ზმეევსკი ჩეხეთის საგარეო საქმეთა უწყების დატოვებისას, 2021 წლის 21 აპრილი

ჩეხეთმა რუსეთს მოსთხოვა, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება ქვეყნიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იაკუბ კულჰანეკმა პრაღაში რუსეთის ელჩთან ალექსანდრ ზმეევსკისთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის თქმით, თუ 22 აპრილისთვის რუსეთი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, პრაღა გააძევებს ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების იმ რაოდენობას, რომ მათი რიცხვი არ აღემატებოდეს მოსკოვში დარჩენილი ჩეხი დიპლომატების რაოდენობას. ამ ეტაპზე, რუსეთის მიერ ჩეხი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შემდეგ, მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში დარჩა მხოლოდ ხუთი პირი, რომლებსაც დიპლომატის სტატუსი აქვთ.

რუსეთიდან 20 ჩეხი დიპლომატის გაძევება პასუხი იყო პრაღის გადაწყვეტილებაზე, გაეძევებინა ჩეხეთიდან რუსი დიპლომატები, რომლებიც, პრაღის მტკიცებით, რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან კავშირში. კულჰანეკის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ხელი არ შეუშლია რუსეთის საელჩოს ფუნქციონირებისთვის, რადგან ჩეხეთში რუსი დიპლომატების რაოდენობა ბევრად აღემატება ჩეხებისას რუსეთში. რუსეთის ხელისუფლების ქმედებამ კი ფაქტიურად გამოიწვია მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს მუშაობის პარალიზება.

ჩეხეთის მთავრობის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება მოხდა მას მერე, რაც გაირკვა, რომ სპეცსამსახური და პოლიცია რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებასთან კავშირში. კრემლმა უარყო პრაღის ბრალდება.

პრაღასა და მოსკოვს შორის ამჟამინდელი დიპლომატიური კონფლიქტი უდიდესია 1989 წლის შემდეგ,

ეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა ჩამოაშოროს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ „დუკოვანის“ ატომური სადგურის მეხუთე ბლოკის მშენებლობის მრავალმილიარდიან ტენდერში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG