Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინიანის წარმომადგენელი აკრიტიკებს ბრიტანეთის მხრიდან უიღურების მიმართ მოპყრობის გენოციდთან შედარებას


ჩინეთის სინიანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის კომუნისტური პარტიის პრესმდივანმა გააკრიტიკა ბრიტანეთის მხრიდან სინიანში უიღურების და სხვა უმცირესობების მიმართ მოპყრობის გენოციდთან შედარება და მას „სრულიად უსაფუძვლო“, „ფაქტებთან შეუსაბამო“ უწოდა.

გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 1 მილიონი უიღური და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლები არიან დაკავებული სინიანის ბანაკებში. იუწყებიან, რომ მათი უფლებები უხეშად ირღვევა, მათ შორის, იძულებითი სტერილიზაციის და მუშაობის იძულების ფორმებით.

პეკინს გენოციდში ადანაშაულებენ აშშ-ის მთავრობა და ბელგიის, ჰოლანდიის, კანადის პარლამენტები. ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 22 აპრილს მიიღო არასავალდებულო ძალის დოკუმენტი, რომელიც აცხადებს, რომ სინიანში უიღურების და სხვა მუსლიმი უმცირესობების წინააღმდეგ სჩადიან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს და გენოციდს.

ჩინეთის მთავრობა სისტემატურად უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბანაკები, რომლებიც, მისი თქმით, ახლა დახურულია, ექსტრემიზმის საწინააღმდეგო, ხელობის დასაუფლებელი ცენტრები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG