Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის კატასტროფის 35-ე წლისთავს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც სიცოცხლეს რისკავდნენ რადიაციის შესაკავებლად 1986 წლის 26 აპრილს სადგურში მომხდარი აფეთქებისას და მის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.


„ყველა ჩვენგანის მიზანს დღეს წარმოადგენს მოვახდინოთ ჩერნობილის გაუცხოვებული ტერიტორიის ტრანსფორმირება აღორძინებულ ტერიტორიად, ჩავაშენოთ ჩერნობილის ისტორიაში სამეციერო-საგანმანათლებლო აზრი, მივცეთ მოტივაცია მსოფლიოს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ განავითარებაში, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავი კატასტროფის განმეორება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც დღეს ჩერნობილში ჩავიდა.


ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რომან აბრამოვსკის ავალებს, რომ მიმართოს შესაბამისი სახსრები ჩერნობილის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, ჩერნობილის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდი - ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შექმნილი სპეციალური სადონორო ფონდი, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის ზონაში დღემდე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეიქმნა.

გაეროს თანახმად, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ კვლავაც სახეზეა უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის სტაბილური და სერიოზული გრძელვადიანი შედეგები.

ფონდის ინვესტორთა პირველი ასამბლეა სწორედ 26 აპრილს, ჩერნობილის კატასტროფის 35-ე წლისთავს დაემთხვა.

ჩერნობილის კატასტროფის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია რადიაციული ფონის ზრდა ისეთ დონემდე, რაც 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების დროს წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ხოლო ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG