Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მანევრების შემდეგ ორი დიდი სადესანტო გემი დატოვა შავ ზღვაში


რუსეთის ფლოტი ანექსირებულ ყირიმთან
რუსეთის ფლოტი ანექსირებულ ყირიმთან

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ორი დიდი სადესანტო ხომალდი ამ დრომდე კვალავ რჩება შავი ზღვის აკვატორიაში მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო უწყებამ დასრულებულად გამოაცხადა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, საუბარია ორ დიდ სადესანტო გემზე „ალექანდრ ოტრაკოვსკიზე“ და „კონდოპოგაზე“, რომლებიც „აგრძელებებ შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებას შორეული ნაოსნობის გეგმების მიხედვით“, - იუწყება რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახური.

ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძლზე მიმდინარე სამკვირიან წვრთნებში ჩრდილოეთის ფოლტისი დიდი სადესანტო გემები „ალექანდრ ოტრაკოვსკი“ და „კონდოპოგა“ სასაწავლო ამოცნებს ასრულებდნენ რუსეთის სამხეთის სამხედრო ოლქის ჯარებთან ერთად.


22 აპრილს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გაიმართა რუსეთის სამხეთის სამხედრო ოლქისა და საჰაერო-სადესანტო ჯარების ერთობლივი წვრთნის დასკვნითი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა 10 000 სამხედრო მოსამსახურე, 1,2 ათასი მძიმე ტექნიკა, 40-მდე სამხედრო ხომალდი და 20 დამხმარე გემი.
ამას გარდა შავი ზღვის კვატორიაში თავი მოიყარეს ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტების დიდმა სადესანტო გემებმა, კასპიის ფლოტილიის საარტილერიო და სადესანტო კატარღებმა. ყირიმში გადაისროლეს ასევე დაახლობით 50-ი საბრძოლო შვეულმფრენი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ 22 აპრილს დასრულებულად გამოაცხადა დიდი მანევრები და მასში მონაწილე ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების დაწყება, რომელიც 1 მაისს დასრულდება.

აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს ყირიმში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების გაძლიერების და უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლის გამო და მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG