Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარები "ნებისმიერ მომენტში" შეიძლება დაბრუნდნენ


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აპრილს უკრაინის არმიას მოუწოდა, საბრძოლო მზადყოფნაში დარჩენ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად. ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარები „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება დაბრუნდნენ.

კიევი 2014 წლიდან იბრძვის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრამ კონფლიქტის სერიოზული ესკალაციის შიში გააჩინა კიევსა და დასავლეთში. მაგრამ 23 აპრილს მოსკოვმა გამოაცხადა, რომ დაიწყო თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანა.

27 აპრილს რუსეთის თავადაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარების გაყვანას არაფერი აქვს საერთო დასავლეთის ზეწოლასთან და დასძინა, რომ მოსკოვი კვლავაც ყოველ საჭირო ზომას მიმართავს თავის დასაცავად. შოიგუმ ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საზღვრების მახლობლად ნატოს ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG