Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამართულ მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის" შემოტანის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„აქ არის გარკვეული გაუთქმელობის პირობა, თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში“, - თქვა ტიკარაძემ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

27 აპრილს საქართველოს მასშტაბით დაიწყო 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის აცრისთვის რეგისტრაცია.

28 აპრილის მონაცემებით, აცრილია ქვეყანაში 35 000-მდე ადამიანი.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 1271 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 729.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 301 535 შემთხვევა. მათგან 284 286 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3992 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG