Accessibility links

site logo site logo

გაფიცულებმა „რუსთავის აზოტი“ გააჩერეს


„რუსთავის აზოტის“ მუშაობა დღეს, 28 აპრილს, საღამოს გაჩერდა, მას შემდეგ, რაც საწარმოს ყველა საამქროს თანამშრომელი - 2 000-მდე ადამიანი გაიფიცა.

შეჩერებულია ძირითადი პროდუქციის ამონიუმის გვარჯილის და ნატრიუმის ციანიდის წარმოება. გაფიცულები საწარმოს ტერიტორიაზე არ უშვებენ სატვირთო მანქანებს სარეალიზაციო პროდუქციის გამოსატანად.

28 აპრილს, ნაშუადღევს, 300-მდე გაფიცულს საწარმოს დანარჩენი თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ კვლავ უარი უთხრა გაფიცულებს მოთხოვნაზე - ხელფასის 50 პროცენტით გაზრდაზე.

ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა მუშებთან მოლაპარაკებებში რუსთაველი პარლამენტარების ნინო ლაცაბიძის და ალექსანდრე დალაქიშვილის ჩარევის შემდეგაც. ნინო ლაცაბიძე დაეყრდნო რა მენეჯმენტის დაპირებას, გაფიცულებს უთხრა, რომ ხელფასების მომატების საკითხი დადებითად ერთ კვირაში გადაწყდება, მაგრამ ამ ეტაპზე გამორიცხულია ანაზღაურების 50 პროცენტით გაზრდა.

გაფიცვა 27 აპრილს, დილიდან, დაიწყო, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG