Accessibility links

site logo site logo

"რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლები მუშაობის განახლებას დათანხმდნენ


"აზოტის" თანამშრომელთა აქცია, 2021 წლის 27 აპრილი

„რუსთავის აზოტმა“ მუშაობა განაახლა, მას შემდეგ, რაც საწარმოს თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცხადებული გაფიცვა შეწყვიტეს.

მუშები დათანხმდნენ ადმინისტრაციის წინადადებას, რომელიც მათ მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებს. გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვდნენ, საწარმოს ხელმძღვანელობამ კი, შრომის ანაზღაურების 250 და 125 ლარით მომატება შესთავაზა.

მუშებს საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა, ალექსანდრე ლატარიამ აცნობა, რომ მათ, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, 250 ლარი დაემატება, ხოლო მათ, ვისაც 1000 ლარზე მეტი - 125 ლარი.

გაფიცულები სამუშაო ადგილებზე იმ პირობით დაბრუნდნენ, რომ ხელმძღვანელობის ზეპირი შეთავაზება დოკუმენტურად დადასტურდება.

„რუსთავის აზოტში“ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 500-1000 ლარია. შრომის ანაზღაურებით უკმაყოფილო ღამის ცვლის მუშები 26 აპრილს, სპონტანურად გაიფიცნენ, 28 აპრილს კი, მათ მთელი საწარმო - 2000-მდე თანამშრომელი შეუერთდა.

გაფიცვის პერიოდში საწარმოს მენეჯმენტთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერები და მათი იურისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG