Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის კანონპროექტი ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს ნავალნისა და მის მომხრეებს


რუსეთის კანონმდებელთა ჯგუფი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ სასამართლოს მიერ „ექსტრემისტულად ან ტერორისტულად“ აღიარებული ორგანიზაციების საქმიანობასთან.

სახელმწიფო დუმაში წარდგენილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ასეთი ორგანიზაციების რიგითი თანამშრომლები და ლიდერები ვერ იქნებიან არჩეული კანონმდებლებად, თუკი ასეთ ორგანიზაციებში მუშაობდნენ სასამართლოს მიერ ამ ორგანიზაციების აკრძალვამდე, შესაბამისად, ერთწლიან და სამწლიან პერიოდში. კანონპროექტის თანახმად, ასევე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ ამ ორგანიზაციების უკანონოდ ცნობამდე ერთი წლით ადრე ფინანსებით ან ქონებით უწევდა მხარდაჭერას, საორგანიზაციო ან საკონსულტაციო ხასიათის დახმარებას აღმოუჩენდა მათ.

ინიციატივის ფონია მოსკოვის პროკურატურის მოთხოვნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექეი ნავალნის რეგიონული ქსელი, ასევე მისი კორუფციასთან ბრძოლის ფონდი და მოქალაქეთა დაცვის ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციებად იქნენ ცნობილი.

მოსკოვის სასამართლო 17 მაისს განიხილავს ამ საკითხს.

როგორც ნავალნის თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, კანონპროექტი პირდაპირ არის მიმართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მისი მხარდამჭერებისა და მისი ორგანიზაციების თანამშრომელთა წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG