Accessibility links

site logo site logo

გორში გიორგობის დღესასწაულზე რეგულაციები იმოქმედებს


გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. 2019 წლის 6 მაისი

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვები ხვალინდელ (გიორგობის) დღესასწაულთან დაკავშირებითაც იმოქმედებს.

გორთან ახლოს, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 6 მაისს, 07:00 საათიდან დაიწყება. სალოცავში მისვლა კი მოქალაქეებს გარკვეული რეგულაციების დაცვით მოუწევთ.

გასული წლის მსგავსად გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას. დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციების დაცვას კი ადგილზე პოლიცია გააკონტროლებს.

გორელების დიდი ნაწილი გიორგობის დღესასწაულზე გორიჯვრის მთაზე არსებულ ეკლესიაში მიდის და იქ აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG