Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში ათზე მეტ აქტივისტს განაჩენი გამოუტანეს


მოსამართლე ინა კლიშპახი, ბელარუსი, ბრესტი

ათზე მეტ აქტივისტს, რუსეთის მოქალაქის ჩათვლით, პატიმრობა მიესაჯა ბელარუსში დარბევის შედეგად, თვეების განმავლობაში მიმდინარე პროტესტის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო სადავო საპრეზიდენტო არჩევნებით გასული წლის აგვისტოს, რომელზე გამარჯვებაც ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გამოაცხადა.


ასობით ათასი ბელარუსი გამოვიდა ქუჩაში და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა ლუკაშენკას გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას. ლუკაშენკამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებაზე. უშიშროების თანამშრომლებმა ათასობით ადამიანი დააკავეს პროტესტების მიმდინარეობისას და ყოველი თვის გასვლის შემდეგ ეს დარბევა სულ უფრო სასტიკ ფორმებს იღებდა.

სასამართლო საქმეების უკანასკნელი ტალღისას, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დასავლეთის ქალაქ ბრესტში, 7 მაისს რუსეთის მოქალაქეს, დანილა ჩემოდანოვს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც ბელარუსის შვიდ მოქალაქეს - ვიქტარ ლაბკოს, სიარჰეი ნაულიკს, კირილ ლუდს, ულაძისლაუ ნავიცკის, რადზივონ კანდრაციუკს, ვიქტორია და ალენა ლისკოვიჩებს - იმავე ბრალდებით 18 თვიდან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ღია საპატიმრო სისტემით.

ღია საპატიმრო სისტემა ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილია სახელწოდებით "ხიმია" (ქიმია). ეს დასახელება 1940-იანი წლების ბოლოდროინდელ პერიოდს უკავშირდება, როცა მსჯავრდებულებს სახიფათო საწარმოებში აგზავნიდნენ სამუშაოდ, უმეტესად ქიმიურ ქარხნებში, და ნებას რთავდნენ, იქ საგანგებო საერთო საცხოვრებლებში ეცხოვრათ საპატიმრო საკნების ნაცვლად.

დღესდღეობით, "ხიმია" - სასჯელი იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებული საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს, რომელიც მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან შორს არ არის, და იმუშავებს ან თავის ჩვეულებრივ სამუშაო ადგილას, ან სახელმწიფო უწყებაში, რომელსაც პენიტენციური სისტემა განსაზღვრავს.

ბელარუსის კიდევ ექვს მოქალაქეს - ალენა ჰნაუკს, მარია სკაკავეცს, ვასილ ჩარნეცკის, იური ჩუბრიკს, ვალიანცინა ჟუკოვსკაიას და ლუდმილა ლუცკაიას მიესაჯათ პირობითი სასჯელი "თავისუფლების შეზღუდვით" 18 თვიდან 2 წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG