Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიბერთავდასხმის გამო "პროაქტიულად" დაიხურა აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი


აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი - რომელიც საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის - მასზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო იძულებული გახდა მთელი ქსელის მუშაობა შეეჩერებინა, - იუწყება ოპერატორი.

Colonial Pipeline-მა 8 მაისს გამოაცხადა, რომ წინა დღეს მსხვერპლი გახდა გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისა და საფრთხის გასანეიტრალებლად, "პროაქტიულად", თავისი სისტემები ინტერნეტიდან მოხსნა - რის გამოც შეჩერდა მილსადენის მუშაობა და შეფერხდა ზოგიერთი კომპიუტერული სისტემა.

კომპანია აცხადებს, რომ დაიქირავა კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც გამოიძიებს თავდასხმის ხასიათს და მასშტაბს, და ასევე დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს და შესაბამის ფედერალურ უწყებებს.

ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწყვლად ბუნებას კიბერთავდასხმების წინაშე. გამომძალველი პროგრამებით განხორციელებული თავდასხმისას, მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ, კოდის მოხსნის ნაცვლად. ამგვარი თავდასხმები - რომლებსაც ხშირად რუსეთში მომუშავე კრიმინალური სინდიკატები სჩადიან - ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა და ისინი მიზანში იღებს მთავრობებს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG