Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ამბობს, რომ პარლამენტში შესვლაზე პარტიამ პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ნიკა მელია
ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს დატოვების შემდეგ ამბობს, რომ ბლოკის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ეს არის მისი პირველი კომენტარი, რომელიც "რუსთავის ციხის" დატოვების შემდეგ გააკეთა.

"პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გაიმართება მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, პარტიაში და ბლოკში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები... ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის მერე მივიღო ბლოკ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პასუხი... გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები... ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით... მე არ გამოვრიცხავ, რომ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი. თუ ოპოზიცია ვიქნებით აქტიურები და ბრძოლის მუხტი გაიზრდება, კიდევ ვიღაც მოხვდება ციხეში, რადგან ისინი გონებრივი შესაძლებლობებით ვერ გვიპირისპირდებიან", - თქვა მან.

ამ საკითხზე ისაუბრა დღეს მისმა თანაპარტიელმა და პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ. მას მიაჩნია, რომ პარტიამ გადაწყვეტილება გაფართოებული ფორმატით უნდა მიიღოს. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

XS
SM
MD
LG