Accessibility links

site logo site logo

ნეთანიაჰუ: ჰამასმა რაკეტების სროლით წითელი ხაზი გადაკვეთა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოდის გაფრთხილებით, რომ ჰამასმა "წითელი ხაზი" გადაკვეთა 10 მაისს, იერუსალიმისკენ რაკეტების სროლით, იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს შეტაკებები პალესტინელ დემონსტრანტებს და ისრაელის პოლიციას შორის, ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარაკეტო თავდასხმა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ესკალაციას დაძაბულობისა, რომელსაც იწვევს იერუსალიმის ცენტრში მიმდინარე შეტაკებები. ამ შეტაკებების შედეგად დაჭრილია ასობით პალესტინელი.

ისრაელის არმიამ საპასუხოდ საჰაერო იერიში მიიტანა ღაზაზე, და მიზანში ამოიღო ნაღმსატყორცნები და ექსტრემისტები. პალესტინელთა ჯანდაცვის მესვეურები აცხადებენ, რომ დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი. სულ მცირე შვიდი დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი, ერთი ოჯახის წევრები არიან. ჯერჯერობით გაურკვეველია აფეთქება საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია თუ რაკეტამ, რომელსაც მიმართულება ჰქონდა დაკარგული.

სააგენტო ფრანს პრესი ანონიმურად დატოვებულ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორისაა აგრეთვე ჰამასის მაღალი რანგის მეთაური.

ისრაელისკენ რაკეტები ისროლეს იერუსალიმის დღეს - როცა ისრაელი აღნიშნავს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილების დაკავებას 1967 წლის ომში.

"ჩვენ ბევრ ფრონტზე ვომობთ. იერუსალიმში, ღაზაში, და ისრაელის სხვა ადგილებში" - თქვა ნეთანიაჰუმ. "ღაზის ტერორისტულმა ორგანიზაციებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს იერუსალიმის დღის ღამეს, იერუსალიმისკენ რაკეტების სროლით. ისრაელი ამას დიდი ძალით უპასუხებს" - დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG