Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია ამბობს, რომ "კომენდანტის საათის" გადავადების საკითხს მაისი ბოლოს განიხილავენ


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ "კომენდანტის საათის" გადაწევის საკითხს მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ქვეყანაში ვირუსის მაჩვენებელი პიკური აღარ იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა, რომლის გადაწყვეტილებითაც კვლავ არ იხსნება ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა.

"ახლა პიკში ვართ და ალბათ, არც ეპიდემიოლოგიურად არის გამართლებული, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის, კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ. გვესმის სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად პიკი შემსუბუქდება, შემდეგ გადავხედოთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გაბუნიამ.

მთელ საქართველოში "კომენდანტი საათი" - გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბრიდან, თითქმის 6 თვეა მოქმედებს. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქეს პოლიცია 2000 ლარით აჯარიმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG