Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყებას ჯანმოს ავტორიზაციამდე


იმუნიზაციის საბჭომ და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირეს „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მანამ, სანამ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა. მისი თქმით, საბჭო ვაქცინაციის პროგრამის "სინოვაკით" გაფართოვების საკითხს მთავრობასთან განიხილავს.

„სინოვაკის 100 000 დოზა ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით ჩინეთის მთავრობიდან. ჯერჯერობით "სინოვაკის" გამოყენება არ ხდება, რადგან დათქმა, რა პირობითაც "სინოვაკი" შემოვიდა, იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის "სინოვაკთან" მიმართებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური ძალიან კარგი და დადებითი დასკვნაა "სინოვაკის" შედეგების შესახებ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"სინოვაკის" 100 000 დოზა, როგორც ჩინეთის მთავრობის დონაცია, საქართველომ 29 აპრილს მიიღო.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. მათ შორის „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წლის ზემოთ მსურველებს შეუძლიათ, ხოლო „ასტრაზენეკათი“ აცრას, იმუნიზაციის საბჭოს 11 მარტის გადაწყვეტილებით, 45 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც შეძლებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG