Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა ლავროვს განუცხადა, რომ აშშ უყოყმანოდ უპასუხებს რუსეთის აგრესიას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უყოყმანოდ უპასუხებს რუსეთის აგრესიას აშშ-ში და სადაც უნდა იყოს ეს.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტის ბაიდენის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ გადაჭრით დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების და აშშ-ის ინტერესებს რუსეთის იმ ქმედების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებენ აშშ-ს და ან მის მოკავშირეებს, განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, რომელმაც დასძინა, რომ ამის თაობაზე ბლინკენმა ლავროვს მიუთითა 12 მაისს სატელეფონო საუბრისას.

საუბრის ფონია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა არაერთ საკითხის ირგვლივ, მათ შორის, უკრაინაში და მის საზღვრებთან რუსეთის მიერ ჯარების შეკრების, ასევე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე ბრალდებების და რუსეთთან დაკავშირებული დამნაშავეობრივი ქსელის მიერ ამერიკულ ნავთობსადეზე კიბერთავდასხმის გამო.

ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს შემდეგ კვირაში შეხვდებიან პირველად პირისპირ რეიკიავიკში ანქტიკის სამიტის კულუარებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG