Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" 15 მაისს დაგეგმილ აქციას აუქმებს

ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

"ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე თვის წინ დაანონსებულ 15 მაისის აქციას აუქმებს. გადაწყვეტილება მედიას პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

"ვითარება სრულიად არის შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევებს და რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს", - თქვა მელიამ.

15 მაისის აქცია "ნაციონალურიმა მოძრაობამ" 20 მარტს დაანონსა.

"დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს", - ამბობდა მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.

XS
SM
MD
LG