Accessibility links

site logo site logo

კრემლი აცხადებს, რომ არ გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ შეერთებას


რუსეთი არ აპირებს შთანთქოს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების გავლენის ქვეშ არსებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა სააგენტო „ბლუმბერგის“ იმ ინფორმაციის კომენტირების დროს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების მიმართ ევროკავშირის მიდგომაზეა საუბარი.


„ბლუმბერგის“ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში მომზადდა დოკუმენტი, რომელიც მაისის ბოლოს ბლოკის სამიტზე იქნება განხილული. დოკუმენტის თანახმად თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში არჩევნების ორგანიზება და ასევე რუსეთის მოქალაქის პასპორტების დარიგება „მიმართულია უკრაინის ხელისუფლების კონტროლიდან გასული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში ფაქტობრივი ინტეგრაციისკენ“.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთგზის უარყო დონბასის ტერიტორიების მიერთებისა თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების განზრახვის არსებობა. მაგრამ აპრილის დასაწყისში, რუსეთ-უკრიანის საზღვარზე მორიგი დაძაბულობისა და ყირიმში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლის დროს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნმა, დმიტრი კოზაკმა, განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა გადასინჯოს მიდგომა:“ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მასშტაბი ექნება ხანძარს. თუ იქ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, სრებრენიცა იქნება მოწყობილი, მაშინ, როგორც ჩანს, იძულებული ვიქნებით აღვდქეთ მათ დასაცავად,“- განაცხადა კოზაკმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG