Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია II მიმართვას ავრცელებს ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტის შესახებ


ილია II
ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმართვას აქვეყნებს.

„წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან", - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტი უკიდურესდ გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.

ისრაელის არმიის და „ჰამასის“ შეიარაღებული დაპირისპირების პარალელურად, ისრაელის რამდენიმე ქალაქში დაიწყო შეტაკებები ადგილობრივ არაბებსა და ებრაელებს შორის. ბოლო სამ დღეში დაკავებულია 400-მდე პირი. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ანარქიას არ დაუშვებენ.

პალესტინელთა დაჯგუფება „ჰამასმა“ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის ქალაქებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG