Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიწყო გზების მორეცხვა


დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფმა“ გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება.

სამუშაოები შეეხება ასამდე ქუჩას და გამზირს. მათ შორის: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზას, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ბუშის, კაჩინსკის, დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, დუმბაძის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, პაიჭაძის, პეტრიწის ქუჩებს; თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანის და გმირთა მოედნებს; რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, წერეთლის, გურამიშვილის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლის გამზირებს; გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებს.

თბილისში გზების მორეცხვის სამუშაოები 05:00-დან 08:00 საათამდე იწარმოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG