Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით, ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ ნიღბების მოხსნა შენობებში

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) შეარბილა თავისი რეკომენდაცია კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განახლებული სახელმძღვანელო ნებართვას აძლევს, შეწყვიტონ ნიღბების ტარება შენობების შიგნით და ასევე აღარ მოეთხოვებათ სოციალური დისტანციის დაცვა ბევრ ადგილას. ჯანდაცვის უწყების მიერ 13 მაისს განახლებული სახელმძღვანელო მოასწავებს მკვეთრ შემობრუნებას ამერიკელთათვის იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის მოქალაქეების ლამის ნახევარი ერთხელ მაინც არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

CDC-ს დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ, განაცხადა, რომ სახელმძღვანელო ჯერ კიდევ მოითხოვს ადამიანებისან ნიღბების ტარებას ხალხმრავალ ტრანსპორტსა და შენობებში, როგორიცაა ავტობუსები, თვითმფრინავები, აეროპორტები, და სხვა სატრანზიტო ჰაბებში, ასევე საავადმყოფოსა და უპატრონოთა თავშესაფრებში. ახალი სახელმძღვანელო ეფუძნება დაავადების მკვეთრ შემცირებას, ვაქცინაციის გაფართოებას ახალგაზრდობაში და ასევე კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინების არსებობას, - ამბობს ვალენსკი.

ინფიცირება კლებულობს ასევე მსოფლიოს მრავალ ნაწილში, გარდა ინდოეთისა და ბრაზილიისა, ეპიდემიის ე.წ. ცხელი წერტილებისა, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა. მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოფიციალური რიცხვი შესაძლოა არ ასახავდეს რეალობას.

ინდოეთის მეზობელ ნეპალში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს ყოველდღიურად, ხოლო პაციენტებით გადავსებულ საავადმყოფოებში დიდი ბრძოლა უწევთ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის ბალონებისთვის.

XS
SM
MD
LG