Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობა შემოვა თუ არა პარლამენტში, არ აქვს მნიშვნელობა


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ კრიზისი განიმუხტა და ახლა არ აქვს მნიშვნელობა, შევა თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლის საკითხზე კობახიძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ისაუბრა.

"ეს არ არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი არის სათანადოდ დაკომპლექტებული, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, არის ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი არის წარსულს ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, ნაცმოძრაობა შემოვა თუ არა, ამას არავისთვის არც სუბიექტურად, არც ობიქტურად არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება უკეთესიც იყოს და, ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ ნაცმოძრაობა არ იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარლამენტში ოპოზიციის ერთი ნაწილი შევიდა. ამ დრომდე არ არის ცნობილი, დაიწყებს თუ არა საპარლამენტო საქმიანობას "ნაციონალური მოძრაობა". პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG