Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ დროებით განაახლა საკონსულო მომსახურება


მოსკოვში აშშ-ის საელჩომ დროებით განაახლა საკონსულო მომსახურება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, გადადოს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სამსახურში აყვანის აკრძალვა.

საელჩომ 14 მაისს განაცხადა, რომ ის დროებით, 16 ივლისამდე განაახლებს აშშ-ის მოქალაქეების რუტინულ მომსახურებას - პასპორტებთან, დაბადების მოწმობებსა და სანოტარო საკითხებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ასევე „პრიორიტეტულ და გადაუდებელ შემთხვევებში განახორციელებს იმიგრანტთა ვიზების დამუშავებას“.

განცხადებაში არაა ნახსენები, რომ ის გააგრძელებს ვიზების გაცემას არაიმიგრანტთათვის - რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უახლოეს თვეებში გეგმავდნენ აშშ-ში მოგზაურობას.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ადგილობრივი პერსონალის დაქირავების შეზღუდვები დააწესა, მოსკოვში აშშ-ის საელჩომ 30 აპრილს განაცხადა, რომ ამცირებს საკონსულო მომსახურებათა რიცხვს.

გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზღუდავს უცხოურ დიპლომატიურ მისიებსა და ორგანიზაციებში ადგილობრივი თანამშრომლების რიცხვს და რუსეთის მთავრობას დაავალა, შეადგინოს „არამეგობრული“ სახელმწიფოების სია, რომლებსაც შეზღუდვებს დაუწესებენ.

ამჟამად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავებულია სხვადასხვა საკითხის გამო. მათ შორისაა კიბერთავდასხმები, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობა და მისი დაპატიმრება და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი.

XS
SM
MD
LG