Accessibility links

site logo site logo

საქართველოში "კომენდანტის საათი" ორი საათით გვიან დაიწყება


დღეიდან საქართველოში გადაადგილება 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან შეიზღუდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში "კომენდანტის საათი" ნოემბრის ბოლოდან მოქმედებს. როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად აკრძალვის დარღვევა 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG