Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბორჯომის" ქარხანაში გაფიცვაა


დღეს დილიდან გაიფიცნენ „ბორჯომის“ ქარხნის მუშები. ისინი მოითხოვენ ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. მისი ინფორმაციით, გაფიცვამდე კომპანიას და დასაქმებულებსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარეობდა 21-დღიანი მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქარხნის მუშების ინფორმაციით, კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

ქარხნის თანამშრომლები საწარმოსთან აქციას მართავენ. მათი ინფორმაციით, კომპანია ცდილობს თანამშრომლები სხვა რაიონებიდან ჩაიყვანოს და გაფიცულების ნაცვლად ამუშაოს, ამიტომ ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ მსგავსი მცდელობა დაპირისპირებას გამოიწვევს.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG