Accessibility links

site logo site logo

როჰანი: მიღწეულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შეთანხმების ზოგადი პარამეტრები


ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებით, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებაზე მიღწეულია ზოგადი პარამეტრები შეთანხმებისა, რომლითაც უნდა დასრულდეს მის ქვეყანაზე დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციები - თუმცა დეტალები კვლავაც განხილვის პროცესშია. მოლაპარაკების მიზანია 2015 წელს გაფორმებული, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენა.

ირანი და აშშ ვენაში აპრილის შემდეგ მართავენ ირიბ მოლაპარაკებას, რათა აღდგეს 2015 წლის ხელშეკრულება, რომელიც სამი წლის წინ შეჩერდა - მას მერე, რაც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა გამოიყვანა ხელშეკრულებიდან და ირანის ეკონომიკას აღუდგინა მკაცრი სანქციები.

აშშ-ის მხრიდან გადადგმულმა ამ ნაბიჯებმა ირანს უბიძგა თანდათანობით დაერღვია მისი ბირთვული პროგრამისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომელთა მიზანია ირანისთვის შეუძლებელი იყოს ატომური ბომბის დამზადება. თავად თეირანი ამგვარი მისწრაფების ქონას უარყოფს.

20 მაისს როჰანიმ განაცხადა, რომ ვენაში მოლაპარაკების მონაწილეებმა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" გადადგეს, და დასძინა, რომ "ძირითადი შეთანხმება მიღწეულია". როჰანის თქმით, შეთანხმებით შესაძლოა მოიხსნას აშშ-ის სანქციები ირანის ნავთობის, გადაზიდვების, დაზღვევის და ცენტრალური ბანკის სექტორებზე. ირანის პრეზიდენტის თქმით, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დიპლომატები აგრძელებენ დეტალების განხილვას.

მოლაპარაკებაში მონაწილეობენ ირანი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG