Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის უშიშროებასთან კავშირში

რუსული ბალისტიკური რაკეტა 9 მაისის აღლუმზე, მოსკოვში
რუსული ბალისტიკური რაკეტა 9 მაისის აღლუმზე, მოსკოვში

18 მაისს გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბრალდებულია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) გადასაცემად განკუთვნილი მასალების შეძენაში. გამოცემა „შპიგელის“ თანახმად, საუბარი შეეხება მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს, რომლებიც რუსეთის სარაკეტო პროგრამაში გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი ბრალდებულია რუსეთის მოქალაქე სერგეი კ.-სთან კავშირში, ამ მასალების პოტენციურ შემსყიდველთან, რომელიც რუსეთის უშიშროების ინტერესებში მოქმედებდა.

2021 წლის მარტში სერგეი კ. ქალაქ აუგსბურგში შეხვდა ერთ-ერთი გერმანული კომპანიის ხელმძღვანელს, რომელიც პუბლიკაციის თანახმად უკვე სცნეს დამნაშავედ რუსეთისათვის იარაღის მიყიდვაზე დაწესებული ევეროკავშირის ემბარგოს დარღვევისთვის.

„შპიგელის“ ვერსიით, მაღალტექნოლოგიური კომპონენტები განკუთვნილი იყო რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ნოვატორისათვის“, რომელიც ბირთვული ქობინის გადამტან ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებს.

XS
SM
MD
LG