Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ გოლეთიანი: „ჩვენ არ გავჩერდებით!“


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი აქცია, რომელსაც "რიონის ხეობის დამცველთა" ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მიმართა:

"ბრძოლა იწყება ახლა! ერთობა და სიმრავლე მიღწეულია, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. მადლობა თვითორგანიზებისთვის. ასეთი რამ არ ახსოვს მრავალი წელია ჩვენს საზოგადოებას, ასეთი თვითორგანიზება. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება ხვდება მისი ჩართულობის მნიშვნელობას. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. აქ დგომა არის მნიშვნელოვანი".

ვარლამ გოლეთიანის თქმით, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია იმაზე, რომ ეს ბრძოლა მივიდეს ბოლომდე:

"მნიშვნელოვანია ის, რომ განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ჩვენ ვაჩვენებთ ძალას, ოღონდ არადესტრუქციულ ძალას, ამაშია ჩვენი ძალა, რომ უნდა ვიდგეთ ერთად და, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი. ჩვენ გვაქვს ბრძოლის ჟინი, რომელსაც აქვს ემოციური მუხტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმაც. ეს არის პროტესტი, რომელიც 209 დღის წინ არ არსებობდა. ეს არის გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, რომელმაც ჩვენი პრობლემები უნდა გადაწყვიტოს".

ვარლამ გოლეთიანმა კვლავ წაიკითხა საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნები:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG