Accessibility links

site logo site logo

GDI: ხელისუფლება თავს არიდებს "სიძულვილის ჯგუფების" მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას


GDI ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტებზე ჰომოფობიური შინაარსის თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, გაატაროს სათანადო ზომები სავარაუდო თავდამსხმელთა წინააღმდეგ.

"რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.

ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის გურამ ფალავანდიშვილთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურების და სამოქალაქო პირებზე თავდასხმის პირველი ფაქტი, თუმცა სამწუხაროდ, შსს-ს არც ერთ მსგავს შემთხვევაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია. აშკარაა, რომ ხელისუფლება თავს არიდებს ე.წ. სიძულვილის ჯგუფების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას და მათ დასჯას, რითაც კვლავ მშვიდობიან აქტივისტთა სამოქალაქო უფლებები ირღვევა, ხოლო მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ექცევა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გურამ ფალავანდიშვილმა რამდენიმე დღის წინ, 15 მაისს, დედაენის პარკში ლგბტქი აქტივისტების ინსტალაცია დაარბია.

გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები გუმათშიც მონაწილეობდნენ "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციებში, სანამ "რიონის ხეობის მცველების" პროტესტი თბილისში გადმოვიდოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG