Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულაშვილის თქმით, ყველა უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისის ღამეს დანაშაულში მიუძღვის წვლილი 


გიორგი სულაშვილი
გიორგი სულაშვილი

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს დაზარალებული გიორგი სულაშვილი დაესწრო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელზეც ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით ამნისტია შეიძლება შეეხოს „20 ივნისის საქმეზე" ბრალდებულ პოლიციელებს.

სულაშვილმა კომიტეტის წევრებს ამ სიტყვებით მიმართა: „მე არ მაინტერესებს საერთოდ, თუ ვინ რას აწერს ხელს და რა ხელშეკრულებები იდება და ა. შ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისის ღამის შესრულებაში მიუძღვის წვლილი, ეს იქნება პოლიციელი, რომელმაც გაისროლა თუ ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა... არ გაისვრიან, თუ არ აქვთ დავალება".

გიორგი სულაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ილაპარაკა: „8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლების ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს და თუ რამე სახის ძვალი მაქვს, იცოდეთ, რომ გადანერგილი მაქვს, იმ ადგილში სრულიად სიცარიელე მქონდა. არ არის ლაპარაკი მხოლოდ თვალის დაკარგვაზე, ცალ მხარეს არაფერი არ მქონდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის თუ ჩვენ რა გადავიტანეთ ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ აღვწერო. დღესაც ვიმყოფებით მსგავს მძიმე მდგომარეობაში და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც თვალი ამოგვთხარეს".

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა უკვე კენჭი უყარა ამნისტიის შესახებ წარმოდგენილ ორ კანონპროექტს, რომლებიც 19-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირების ამნისტირებას ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი იყო როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის კანონპროექტები. უმრავლესობამ მხარი მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. მათ შორის მათზე, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის ამ დრომდე გადაუხდელია.

ამავე კანონმდებლობით, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის (მუხლი 117), წამებისთვის, წამების მუქარისთვის და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის (მუხლი 1441-1443).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG