Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორნები და კაფეები დახურულ სივრცეში სტუმრების მიღებას შაბათ-კვირასაც შეძლებენ


საქართველოში მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად, კვების ობიექტებს აკრძალული ჰქონდათ შაბათ-კვირას სტუმრების მიღება დახურულ სივრცეში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან, რესტორნების, კაფეების და სხვა მსგავსი ობიექტების დახურული სივრცეები უქმე დღეებშიც იმუშავებენ. ამასთან, ისევ აკრძალულია ქორწილების, წვეულებებისა და ქელეხების გამართვა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა თებერვალში მუშაობა განაახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა. მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც, სადაც სტუმრების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო დღეებში. 17 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კაფეებსა და რესტორნებს მისცა შაბათ-კვირას სტუმრების ღია სივრცეში მიღების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG