Accessibility links

site logo site logo

ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში დაბრუნებას და "ენკასთვის" ხელის შეშლას აანონსებს


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხვალ, 26 მაისს, თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით დაიძვრებიან და ხელს შეუშლიან კომპანიის მუშაობას. ესაა გეგმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

"სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია... გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ამ ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს და ხვალიდან ჩვენ დავიძრათ კოლონით აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია პროცესი... ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება მუშაობის", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG