Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

"ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა საამაყოა! ერთობლივი მუშაობა საქართველოს მეტი ძლიერების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის გრძელდება!"

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქვეყანაში გატარებული თითქმის სამი წლის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე საგანგებოდ მომზადებულ ვიდეოში ლაპარაკობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

საგანგებოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ. ელჩი კელი დეგნანი და დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად და ინგლისურად ულოცავენ.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG