Accessibility links

site logo site logo

თავისუფლების კონტრასტები - ვიზუალური თხრობის კონკურსში გამარჯვებული ფოტოისტორია

"თავისუფლების კონტრასტები" - ასე ჰქვია მიხეილ ქურდაძის ფოტოისტორიას, რომელმაც რადიო თავისუფლების ვიზუალური თხრობის კონკურში გაიმარჯვა.

"სიბნელის გვერდით სინათლის დანახვა უფრო ადვილია; ეს ის კონტრასტია, რომელიც თვალს არასოდეს გამოეპარება. აი, ამ ბავშვების გულწრფელი სიცილი და მხიარულება ნებისმიერ ტკივილით დამძიმებულ, შებორკილ ვითარებას ამსუბუქებს, აკრიალებს და ათავისუფლებს, მაშინ, როცა, ყოველწლიურად ომის ათასნაირი ინსტრუმენტი ჩვენ თვალწინ ლამის თავისუფლების სიმბოლოებად გარდაიქმნება ხოლმე. ადამიანურ სიძლიერეს კი სულ სხვა რეალობა გვიჩვენებს, ჰოდა, ჩვენც მივყვეთ ამ ბავშვებს. არც თუ ისე შორეულ წარსულში, ბავშვებს მწყობრად დააყენებდნენ და საზეიმო ღონისძიებებზე გამოჰყავდათ ხოლმე, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ქვეყანა დიდი იმპერიის ერთი პატარა ნაწილი იყო. ახლა კი ბავშვები მშობლებთან ერთად თავისუფლად, თავისი ნებით, ზეიმობენ იმას, რის მოპოვებასაც მრავალი წელი დასჭირდა - თავისუფლებას." - ასე აღწერს მიხეილ ქურდაძე საკუთარ ნამუშევარს.

XS
SM
MD
LG