Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა პოეტი ჯარჯი ფხოველი


78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი), ქართული ვერლიბრის ერთ-ერთ ფუძემდებელი.

ჯარჯი ფხოველი დუშეთის რაიონის სოფელი არახიჯაში დაიბადა, 1943 წლის 18 ოქტომბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1966 წელს; 1968–1977წწ. მუშაობდა გამომცემლობებში, ჟურნალის რედაქციაში. იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

ბოლო წლები ის თავის მშობლიურ კუთხეში, ფშავში ცხოვრობდა.

ჯარჯი ფხოველი ავტორია პოეტური კრებულებისა 100 ლექსი, შავი რვეული, ფურცლები,დილის არაყი, ჩაძირული არქიპელაგია და სხვა ლექსები და ა.შ.

მისი ბოლო პოეტური კრებული „უდაბნოს წიგნი“ 2013 წელს დაიბეჭდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG