Accessibility links

site logo site logo

პარლამენტმა დაამტკიცა 3 ახალი პარლამენტარის უფლებამოსილება


საქართველოს პარლამენტს გამოკლებული წევრები, ირაკლი სესიაშვილის, მარიამ ქვრივიშვილის და სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ სამი ახალი დეპუტატი შეემატა.

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესაბამისად, პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი გელა სამხარაულმა და ხათუნა კვიციანმა შეცვალეს, „გირჩის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ კი პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი შევიდა. რაქვიაშვილის გადეპუტატების მიზნით, სალომე მუჯირმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, ხოლო პარტია “გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა.

სამივე დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG