Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ხვალ პოლიტიკურ გაერთიანებას აფუძნებს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხვალ, 29 მაისს პოლიტიკურ გაერთიანებას აფუძნებს. პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონფერენცია 17:00 საათზე თბილისში, "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართება.

პოლიტიკურ გაერთიანებას "საქართველოსთვის" ერქმევა.

გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი პარტია "ქართული ოცნება" 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციამდე დატოვა. თქვა, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდთან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG