Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მზად არის „უახლოეს მომავალში“ გამოუყოს ბელარუსს 500 მილიონი დოლარის სესხი


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის „უახლოეს მომავალში“ გამოუყოს ბელარუსს 500 მილიონი დოლარის ტრანში იმ სესხის ფარგლებში, რომლის მოცულობაც $1.5 მილიარდს შეადგებს.

ბეალრუსი ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდ ლუკაშენკა, რომელიც დასავლეთის მხრიდან ფაქტობრივ ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცა კოპმანია „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იუძლებით წესით დაშვების და ჟურნალისტ რამან პრატასევჩის დაპატიმრების გამო, 29 მაისს რუსეთის საკუროტრო ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

28 მაისს, ლუკაშენკასთან მისალმებისას, პუტინმა განაცხადა, რომ მათი ერთდღიანი შეხვედრა მანამ დაინიშნა, სანამ "ემოციების ამოფრქვევა" მოჰყვებოდა 23 მაისს თვითმფრინავის მარშრუტის იძულებით შეცვლას. "ჩვენ ამ პროცესების გარეშე გვაქვს განსახილველი საკითხები" - უთხრა პუტინმა ლუკაშენკას. "დიახ, ეს ემოციების ამოფრქვევაა" - დაეთანხმა მას ლუკაშენკა.

პუტინ-ლუკაშენკას შეხვედრის ფონზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კომპანია „რაინეარის“ კუთვნილი თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დასმასთან დაკავშირებულ 23 მაისის სკანდალთან კავშირი რუსეთსაც უნდა ჰქონდეს.

„ჩვეთვის ცნობილია, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს რუსეთსა და ბელარუსს შორის და ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ მინსკის რეჟიმს მსგავსი რამ რუსეთთან კოორდინაციის გარეშე გაეკეთებინა“, - იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი წყვეტს ავიამიმოსვლას ბელარუსთან და ამზადებს ახალ სრულმასშტაბიან სანქციებს ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც 3 ივნისს ამოქმედდება.

ამის შესახებ 28 მაისს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა და დასძინა, რომ აშშ ამ ზომებს მიმართავს, რათა „პასუხი აგებინოს რეჟიმს თავისი მოქმედების გამო და დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა ბელარუსი ხალხის მისწრაფებისადმი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG