Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რიონის ხეობის მცველებმა“ ხეობაში შესასვლელი კიდევ ერთ გზა გადაკეტეს


„ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა 30 მაისს კიდევ ერთი გზა გადაკეტეს, რომელიც სამშენებლო ობიექტთან მიდის. აქტივისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კომპანია „ენკა“ ბოლო დღეებში სოფელ სორმონთან მდებარე გზით მიდიოდა სამშენებლო ობიექტებთან. „მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ აქაურმა მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ თვითონ მიიღებდნენ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში მონაწილეობას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. 26 მაისს კი ისინი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა „ნამახვანჰესის“ პროექტის სრულად შეჩერება და მორატორიუმის გამოცხადება. ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისის, ასევე რაჭის მიმართულებებიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკას“ სპეცტექნიკისა და ავტომანქანების გატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG