Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში ეგვიპტესა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გაიმართა


სამეჰ შუქრი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი
სამეჰ შუქრი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი

30 მაისს კაიროში ერთმანეთს შეხვდნენ ეგვიპტისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც განიხილეს ექსტრემისტულ დაჯგუფება ჰამასსა და ისრაელს შორის 11-დღიანი ომის შემდეგ მიღწეული მყიფე ზავის განმტკიცებისა და ღაზის სექტორის აღდგენის საკითხები.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუქრიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ეგვიპტის მოლაპარაკებები „ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაძლიერებისა და მშვიდობის აღორინებისკენ მიმართული ეგვიპტის ძალისხმევის შემადგენელი ნაწილია“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ, კაიროში ჩასვლის დროს განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე საუბრის თემა იქნება ასევე საერთაშორისო შუამავლობით ღაზის აღორძინებისა და „ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის“ მექანიზმების შექმნა.

13 წლის განმავლობაში ეს არის ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ეგვიპტეში.

გასულ კვირაში ეგვიპტემ კაიროში მოლაპარაკებაზე მიიწვია ისრაელის, ჰამასისა და პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მოელიან, რომ ჰამასის ლიდერი, ისმაილ ხანია კაიროს მომდევნო კვირაში ეწვევა.

პალესტინელთა ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი უდგას სათავეში, ჰამასის მეტოქე ორგანიზაციაა და მას დასავლეთი უჭერს მხარს.

ზავი 21 მაისს შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა სარაკეტო იერიშები ისრაელსა და ჰამასს შორის. ამ, წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, ღაზას სერიოზული ზიანი მიადგა. ღაზაში მინიმუმ 232 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში - 12. დაჭრილია 2000-მდე ადამიანი. ღაზის სექტორის ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, განადგურებულია სამრეწველო საწარმოების უდიდესი ნაწილი, დანგრეულია 17 ათასამდე შენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG