Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ადრე დიდი ჰესის აშენების მომხრე ვიყავი. ახლა წინააღმდეგი ვარ - დრო შეიცვალა


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ლაპარაკობს, თუ როგორ შეეცვალა დამოკიდებულება დიდი ჰესების მშენებლობის მიმართ.

„დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი“, - ამბობს სააკაშვილი, თუმცა დასძენს: - „10-15 წლის წინათ რაც იყო და რაც არის ახლა, ეს არის ორი სხვადასხვა რეალობა. მაშინ მზისა და ქარის ენერგია გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე ჰიდრო და სხვა ენერგიის წყაროები“.

ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა ჰესები პროგრესული აღარაა. „ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა - საქართველოს ახლა ტურიზმის განვითარება სჭირდებაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG