Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში დამოუკიდებელი პორტალის მთავარი რედაქტორი დააკავეს

ალიაქსეი შოთა
ალიაქსეი შოთა

ბელარუსის ქალაქ ჰროდნოში პოპულარულ პორტალ Hrodna.life-ის მთავარი რედაქტორი, ალიაქსეი შოთა დააკავეს. სააგენტო „ბელსატის“ ცნობით დაკავება მისი ოჯახის წევრების თვალწინ, სამართალდამცველთა მხრიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა.

მოგვიანებით ჰროდნოს პოლიციამ განაცხადა, რომ ალიაქსეი შოთას დაკავება მათ მიერ მას შემდეგ მოხდა, რაც „ინტერნეტის მონიტორინგის შედეგად Hrodna life-ის საიტზე ექსტრემისტულად მიჩნეული საიფორმაციო პროდუქტის განთავსების ფაქტი გამოვლინდა.“

პორტალის ადვოკატმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უთხრა, რომ ალიაქსეი შოთა შესაძლოა დააკავონ 72 საათის განმავლობაში, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს აღკვეთის საკითხს.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა თანხმად, შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, როცა საარჩევნო კამპანია დაიწყო, ბელარუსში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების დაკავების 550 შემთხვევას. 80 ჟურნალისტი სხვადსხვა ფორმით იქნა რეპრესირებული. სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მათზე ძალადობას და წამებასაც ჰქონდა ადგილი.

დღეისათვის ბელარუსში ციხეში იმყოფება მასმედიის 27 წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG