Accessibility links

site logo site logo

კობახიძე ფიქრობს, რომ მელიას საქმეზე გახარიამ "სააკაშვილის თამაში" ითამაშა


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მათი პარტიის ყოფილმა ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა გადადგომამდე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იმოქმედა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ჟურნალისტებმა გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შეფასება სთხოვეს.

"რატომ ითამაშა მან 17-18 თებერვალს სააკაშვილის თამაში, პირველ რიგში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა... მან უნდა უპასუხოს, ასევე, კითხვას - რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ [მელიას] იმუნიტეტი აუცილებლად უნდა მოხსნილიყო - რატომ იყო ის აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა ის მელიას არდაკავებას. მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირ ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის... ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა. მან თქვა, რომ მასსა და გუნდს შორის ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები არსებობდა და თანამდებობას ამ მიზეზით ტოვებდა. მისი გადადგომიდან რამდენიმე დღეში მელია ახალი პრემიერის პირობებში სპეცოპერაციით დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG