Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრაზე მას მოსთხოვს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი (კოლაჟი).

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ივნისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მას მოსთხოვს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

ორი ლიდერის სამიტი 16 ივნისს გაიმართება ჟენევაში. მისი ფონია აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის ესკალაცია.

„პრეზიდენტ პუტინს რამდენიმე კვირაში ვხვდები ჟენევაში და ავუხსნი, რომ ჩვენ არ გავდგებით განზე, არ გავდგებით განზე და არ მივცემთ მას ამ უფლებების დარღვევის უფლებას,“ თქვა ბაიდენმა 30 მაისს.

თეთრმა სახლმა 28 მაისს განაცხადა, რომ ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-მა განაცხადა, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდა ჯგუფ Nobelium-ის მიერ, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. კრემლმა განაცხადა, რომ არაფერი იცის თავდასხმის შესახებ.

ბაიდენმა პუტინს სამიტის გამართვის წინადადებით აპრილში მიმართა, როცა მისი მთავრობა რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ სანქციების შემოღებისთვის ემზადებოდა - მეორედ მისი პრეზიდენტობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG