Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI მთავრობის ადმინისტრაციას და იუსტიციის სამინისტროს ყველაზე დახურულ უწყებებად ასახელებს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მთავრობის ადმინისტრაციას და იუსტიციის სამინისტროს ყველაზე დახურულ უწყებებად ასახელებს. სწორედ ღიაობის საკითხზე გამოაქვეყნა ორგანიზაციამ დღეს, 1 ივნისს.

2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა:

  • 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6258 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 5000 განცხადებაზე (80%);
  • საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან;
  • საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10-დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა. მათ შორის: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
  • ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 92,33% ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (5,45%) და ფინანსთა სამინისტრომ (12,91%).

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2020 წელს ჰქონდათ ძირითადად სამი სახის გამოწვევა:

  1. საჯარო ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც პანდემიის გამო 2 თვით დაწესდა;
  2. პანდემიის სპეციფიკით გამოწვეული სირთულეები - კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა;
  3. საჯარო დაწესებულებების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება - არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებებისათვის კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა, შესაძლებელია გამხდარიყო საჯარო ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად შეზღუდვის დამატებითი მოტივი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG