Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობიან


ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში
ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე რაიონში ჩავიდნენ. სენატორებს მეგზურობას უწევენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ამერიკელმა სენატორებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობა სოფელ ზემო ნიქოზიდან დაიწყეს.

ევროკავშირის დამკვირვებლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციაზე - მავთულხლართებზე, სამეთვალყურეო საგუშაგოებსა და „სასაზღვრო ნიშნებზე“.

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი საქართველოს გვიან ღამით ესტუმრნენ. ამერიკელი სენატორები ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG