Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს


ქალაქ ბიშკეკის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ომურბეკ ბაბანოვს, რომელიც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 31 მაისს დააკავეს. იგი პროექტ „კუმტორის“ რეალიზებასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებაშია ჭვმიტანილი.

ომურბეკ ბაბანოვი 2011-2012 წლებში იყო ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი.

2 ივნისს სასმართლოს დარბაზში მყოფმა ომერბეკ ბაბანოვმა, რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურთან საუბარში, ბრალდებას „სრული აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც სახელმწიფოს უკან დაუბრუნა „კუმტორისთვის“ კანონის დარღვევით გამოყოფილი 16 ათასი ჰექტარი მიწა.


„კუმტორის“ საქმეზე დაკავებულები არიან ყირგიზეთის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, ოთხი ადამიანი, რომლებსაც ასევე აქვთ შეფარდებული ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG