Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია "რესპუბლიკურ პარტიას" ტოვებს


თამარ კორძაია "რესპუბლიკურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია "ფეისბუკის" საშუალებით.

როგორც კორძაია წერს, პარტიას "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილების გამო ტოვებს. ამ გადაწყვეტილებით პარტია "შარლ მიშელის სამუშაო ჯგუფში" ფრაქციაში გაერთიანდა:

"ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით".

თავად კორძაია პარლამენტში უპარტიო და უფრაქციო დეპუტატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

თამარ კორძაია პოლიტიკაში 2013 წელს "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ წავიდა და ამ პარტიის სახელით იყარა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარად კენჭი. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ის "რესპუბლიკურ პარტიაში" გაწევრიანდა.

XS
SM
MD
LG