Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო


ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გაავრცელა.

როგორც სააგენტო იუწყება, ეს მას შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რაც პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურის შესვლის შესაძლებლობა მიეცა.

უწყების განმარტებით, პანსიონი უკვე დატოვა 6-მა ბავშვა და ისინი მათი ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ზრუნვის ფორმაში გადაიწყვანა.

"ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

"გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც", - აღნიშნავენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე სავარაუდოდ, ძალადობა ხდება, არ უშვებენ სახალხო დამცველს. ორი დღის წინ, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე,

3 ივნისს, რადიო თავისუფლებას პანსიონში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე უამბო 19 სლის ბიჭმა, რომელმაც პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა.

XS
SM
MD
LG